პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი (software engineer)
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების ქართულ-ფრანგული პროგრამა.
შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამა.
მოპოვებული აქვს უმაღლესი განათლების 2 საქართველოსა და 1 საფრანგეთის სახელმწიფო გრანტები. დაიბადა და გაიზარდა თბილისში, უნივერსტეტში სწავლისას 1 წელი იცხოვრა პარიზში, ახლა ცხოვრობს პრაღაში. ძალიან აინტერესებს ენების კორპუსები და ეტიმოლოგიური ისტორიები.
უცხო ენები : ინგლისური, რუსული, ფრანგული, ჩეხური და მეგრული
ამჟამად მუშაობს Microsoft-ში, კერძოდ Skype-ის დეპარტამენტში
(ტექნოლოგიური სპექტრი: C#, .Net, Javascript/Typescript, React, Mobile Development)
კარიერა დაიწყო მეგობრებთან ერთად შექმნილ პატარა ვებ-სტუდიოში, სადაც ძირითადად ქმნიდნენ მობილურ აპლიკაციებს და ვებ გვერდებს. შემდეგ 2 წელი მუშაობდა
HR.ge-ში Full Stack Developer-ად.(2014-2016)
(ტექნოლოგიური სპექტრი: C#, .Net, Javascript/Typescript, Angular, T-SQL)
შემდეგ გამოცდილების გაღრმავების მიზნით გადავიდა საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ჩეხურ კომპანიაში Blocshop დისტანციურად ასევე Full Stack Developer-ად
(ტექნოლოგიური სპექტრი: C#, .Net, Javascript/Typescript, Angular)
განხორიციელებული პროექტები:
სამაგისტრო პროგრამად შექმნა საქართულ-ფრანგული ავტომატური თარგმნის მოდელი და მისი საწყისი იმპლემენტაცია. აპირებს სამომავლოდ, კარიერის გვიანი წლები მთლიანად ქართული ენის ავტომატური თარგმნის მოდელზე მუშაობას დაუთმოს.