გვანცა ჩიტიაშვილი

UX მკვლევარი

2018 წლიდან მუშაობს საქართველოს ბანკში UX მკვლევარად; 2019 წლიდან არის UX კვლევის იუნითის უფროსი.

2017-2018 წლებში მუშაობდა აჭარაბეთში UX მკვლევარის პოზიციაზე. საქართველოში გვანცა არის პირველი UX მკვლევარი.  

მანამდე მუშაობდა კვლევით კომპანია Sonar-ში სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგულ კვლევებზე. ასევე, მუშაობდა კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია PMC-ის და  განათლების ხარისხის მართვის ცენტრის კვლევით პროექტებზე განათლების მიმართულებით.

გვანცა არის ფსიქოლოგიის მაგისტრი და NN/g-ის სერთიფიცირებული მკვლევარი

განხორციელებული პროექტები:

ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად აქვს დაცული ნაშრომი თემაზე “UX პროფესიონალთა პიროვნული და შრომითი მახასიათებლების შესწავლა”. გვანცა არის ქართულ ენაზე UX თემატიკაზე დაწერილი პირველი აკადემიური ნაშრომის ავტორი. 

აჭარაბეთში მუშაობის პერიოდში შეიძლება გამოვყოთ adjarabet.com-ისა და adjarabet.ge-ის რედიზაინის პროექტები, სადაც Რედიზაინის პროცესში გუნდთან ერთად აქტიურად ატარებდა კვლევებს. 

Საქართველოს ბანკში უკვე დასრულებული პროექტებიდან შეიძლება გამოვყოთ bankofgeorgia.ge-ის, i4B-ის (ბიზნეს ინტერნეტბანკი) და plus.ge-ის რედიზაინის პროექტები, რომელთა კვლევებშიც აქტიურად იყო ჩართული.