სილაბუსი

2 თვე

18 შეხვედრა

750

კოდირება

Oracle Development (SQL + PL/SQL)

დისტანციური კურსი

მოგეხსენებათ, ჩვენს ირგვლივ უამრავი და სხვადასვა ტიპის ინფორმაციაა. ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ამ ინფორმაციის შენახვა და გადამუშავება, რისთვისაც ვიყენებთ მონაცემთა ბაზებს. მრავალფეროვანი და დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად დამუშავების მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მონაცემთა ბაზის პროგრამისტი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ბევრი კომპანია იყენებს Oracle-ის მონაცემთა ბაზას. ამ კურსის (SQL,PL/SQL) მეშვეობით გაეცნობით Oracle-ის მონაცემთა ბაზის კონცეფციას; მიიღებთ SQL-ის საბაზისო ცოდნას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მონაცემებზე სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარებას; ასევე, კურსის ფარგლებში განვიხილავთ ინდექსებსა და ტრანზაქციებს; გავეცნობით პროცედურების, ფუნქციების, პაკეტების, ტრიგერების შექმნასა და გამოყენებას, ასევე, პარამეტრების გამოცხადებასა და გამონაკლისების დამუშავებას. კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულსაც. კერძოდ, თეორიული ცოდნის გაღრმავება მოხდება პრაქტიკული დავალებებითა და საბოლოო ეტაპზე, პროექტზე მუშაობით. კურსი არ მოითხოვს წინაპირობას. იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.