სილაბუსი

4 თვე

40 შეხვედრა

1200

მობილური პროგრამირება

მობილური პროგრამირება ANDROID (Java)

პროფესიული კურსი

პროგრამირების ენები Java და Kotlin, Android აპლიკაციების შექმნისას გარკვეული თვალსაზრისით შეუცვლელია ვინაიდან Java „native“, ბუნებრივ ენად ითვლება Android ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისათვის, ხოლო Kotlin უკვე რამოდენიმე წელია დიდი პოპულარეობით სარგებლობს JVM სამყაროში განსაკუთრებით კი ანდროიდ დეველოპმენტში. ეს ენა გუგლმა, 2017 წელს ოფიციალურ მხარდაჭერილ ენად გამოაცხადა . შესაბამისად ამ პროგრამულ ენებზე Android აპლიკაციის შექმნისას შესაძლებელია ყველა იმ შესაძლებლობის სრულად გამოყენება რომელსაც Android ოპერაციული სისტემა გვაძლევს. ვინაიდან ამ ოპერაციულ სისტემაზე, დღესდღეობით Google ზრუნავს და მისი უშალო პატრონაჟით ვითარდება, ძალიან მარტივად ხდება Java/Kotlin ზე დაწერილი აპლიკაციის Google-ს სხვადასხვა სერვისებთან მიერთება. ისეთებთან როგორიცაა მაგალითად Google Map.


შესაბამისად თუკი თქვენ, თქვენ აპლიკაციაში რუკის გამოყენებას ისურვებთ, შეგეძლებათ არა მარტო Google-ს მზა რუკების გამოყენება არამედ უამრავი სხვადსხვაა სერვისის, რომლებიც Google-ს ამ პროდუქტთან არის დაკავშირებული.


კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან Java-სა და Kotlin-ზე პროგრამული კოდის შექმნას და Android Studio-ს პროგრამულ გარემოში მუშაობას. სტუდენტებს საშუალება ექნებათ მეცადინეობისას გამოიყენონ არა მარტო სმარტფონები არამედ Google Glass-ი და Smartwatch-ი. Ანუ შექმნან პროგრამული კოდი ამ ინოვაციური მოწყობილობებისათვის და თავად დატესტონ როგორ მუშაობს მათ მიერ შექმნილი აპლიკაციები ამ მოწყობილობებზე. ღრუბლოვანი სერვისები დღეს მძლავრი ტრენდია, უამრავი დიდი და მათ შორის პატარა კომპანია იმის ნაცვლად რომ საკუთარი ტექნიკური ბაზა განავითაროს, იყიდოს ძვირადღირებული სერვერები და ქსელური აპარატურა არჩევანს ღრუბლოვანი სერვისების სასარგებლოდ აკეთებს.

ვიდეო გაკვეთილები